სავარაუდოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი დიდ დიღომში აფეთქების შედეგად - კვირის პალიტრა

სავარაუდოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი დიდ დიღომში აფეთქების შედეგად

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სავარაუდოდ ორი ადამიანია გარდაცვლილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.

როგორც კორსპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

იხილეთ ასევე: სულისშემძვრელი ფოტოები აფეთქების ადგილიდან, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა