დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამინია  გარდაცვლილი,  - ამის შესახებ  ჟურნალისტებს საპატრულოს უფროსმა თემურ კუპატაძემ განუცხადა.

"ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. პირველადი ინფორმაციის მიხედვით, მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება", - განაცხადა კუპატაძემ.

არსებული ინფორმაციით,  3 არასრულწლოვანი  გადაყვანილია იაშვილის კლინიკაში.

როგორც კორსპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"