სულისშემძვრელი ფოტოები აფეთქების ადგილიდან, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სულისშემძვრელი ფოტოები აფეთქების ადგილიდან, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვით მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი შეეწირა, რამდენიმე მოქალაქე კი სხვადასხვა ტიპის დაზიანებებით გადაყვანილები არიან საავადმყოფოებში, მათ შორის 3 არასრულწლოვანს იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

აფეთქების ადგილზე მუშაობენ მაშველები, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

როგორც კორსპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ასევე დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი. ჩანგრეულია ლიფტი.

ფოტოგრაფი:  გიორგი ჟამერაშვილი