შსს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად არასრულწლოვნის გარდაცვალებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს - კვირის პალიტრა

შსს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად არასრულწლოვნის გარდაცვალებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად არასრულწლოვნის გარდაცვალებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

ეს განცხადება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ შემთხვევის ადგილზე გააკეთა.

კუპატაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხდება ტერიტორიის სრულად დათვალიერება, რის შემდეგაც გაკეთდება დამატებითი კომენტარები. უკვე დადასტურებული ინფორმაციით, აფეთქებას, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება, 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მე-6 სართულზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"