როგორია გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

იაშვილის კლინიკაში მოთავსებული სამი ბავშვიდან მძიმე დაზიანება არც ერთს არ აღენიშნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ არასრულწლოვნების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იაშვილის კლინიკაში მეოთხე ბავშვსაც ელოდებიან.

„იაშვილის კლინიკაში იმყოფება სამი ბავშვი. ორის მდგომარეობა მსუბუქია, ზედაპირული ჭრილობები აღენიშნებათ, რომელიც დამუშავდა. მესამის მდგომარეობა საშუალოსა და მსუბუქს შორის არის. არის ქალას ტრავმა. ჩატარებული კვლევების შედეგად, საბედნიეროდ, მძიმე დაზიანება არ აღმოჩნდა. გონზეა, კონტაქტურია და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. აქ კიდევ ველოდებით მეოთხე ბავშვს, რომელსაც ახლა შემოიყვანენ მიმღებში. მასზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ მაქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკო ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული დაშავებულების მონახულებასაც გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებული სრულწლოვანია.

"ინტერპრესნიუსი"