იაშვილის კლინიკაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა - კვირის პალიტრა

იაშვილის კლინიკაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა

იაშვილის კლინიკაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. პრეზიდენტი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს მოინახულებს.

ამ ეტაპზე დადასტურებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.

იაშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 4 ბავშვი შეიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"