"...კიბეებზე შემხვდა მამაკაცი ბავშვით ხელში. მამაკაცი პულსს უსინჯავდა ბავშვს" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც გადაიღო ფოტოები აფეთქების ადგილზე - კვირის პალიტრა

"...კიბეებზე შემხვდა მამაკაცი ბავშვით ხელში. მამაკაცი პულსს უსინჯავდა ბავშვს" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც გადაიღო ფოტოები აფეთქების ადგილზე

დღეს დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, დაზიანებებით არიან მოთავსებული საავადმყოფოებში.

აფეთქების ადგილას, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მედიაჰოლდინგ "პალიტრის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ჟამერაშვილი. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აფეთქების ადგილი მოინახულა და პირველი, ექსკლუზიური ფოტოები სააგენტო "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.

mshoblebi.ge გიორგის დაუკავშირდა. ვთხოვეთ მოეყოლა, რა დახვდა შემთხვევის ადგილზე:

- გვერდით კორპუსში, 200-300 მეტრში გახლდით მეგობართან სტუმრად. უცებ გავიგეთ აფეთქების ხმა, მთელი კორპუსი

შეაზანზარა. მივხვდი, რაღაც საშინელება მოხდა... არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ავიღე ჩემი აპარატი და გამოვვარდი კორპრუსიდან. ჯერ იქვე ვკითხე თვითმხილველებს, რა ხდებოდა. მერე გამოვიქეცი ამ კორპუსისკენ. აქაც ბევრი ხალხი დამხვდა, გვერდით კორპუსებიდან იყვნენ გამოსულები... ყველაფერს ვიღებდი ირგვლივ... თავიდან სიბნელე იყო და ცოტა რომ მივაჩვიე თვალი, უკვე მერე გადავწყვიტე შესვლა... ვიფიქრე, იქნებ დახმარებაც დსჭირვებოდა ვინმეს და ორ საქმეს ერთად გავაკეთებდი.

რომ შევედი, დამხვდა საშინელი სურათი - დიდი წნევისგან, აფეთქებისგან ლიფტის ყველა კარი ამოვარდნილი, მეოთხე სართულიდან და ზემოთ ბინების კარებიც დაზიანებული... ყველაფერი ჩამონგრეული დამხვდა ამ სართულებზე.

საშინელი სიტუაცია გახლდათ, ძალიან დამთრგუნველი. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, იმ წუთას

შიშზე არ ვფიქრობდი... იყო საფრთხე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ასვლა... ესაა ჩემი სამსახური და ესაა ჩემი პროფესია, რომ გადავიღო.

...კიბეებზე შემხვდა მამაკაცი ბავშვით ხელში. მამაკაცი პულსს უსინჯავდა ბავშვს, უსმენდა, ცოცხალი იყო თუ არა. გონება ჰქონდა დაკარგული, სავარაუდოდ და ცოცხალი იყო. ჩაიყვანა ქვემოთ და მე მოვასწარი რამდენიმე კადრის გადაღება...

მეექვსე სართული, სადაც მოხდა აფეთქება, სრულიად ჩაბნელებული იყო... ქალის ხმა ისმოდა: "რა ხდება, სად ვარ?"

სამაშველო ძალიან სწრაფად მოვიდა... იხილეთ სრულად