"სამივე შვილი ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან" - რას ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მამა?
"სამივე შვილი ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან" - რას ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მამა?
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვით მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 4 წლის ბავშვი, რომლის სიცოცხლისთვისაც ექიმებმა იბრძოლეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აფეთქება მოხდა ფირალიშვილების ოჯახში, სადაც იმყოფებოდნენ გარდაცვლილი მცირეწლოვანი, მისი ტყუპისცალი, უფროსი და, მშობლები და დეიდა, ამის თაობაზე ინფორმაცია გარდაცვლილი ბავშვის მამამ მოგვაწოდა:

„სამსახურიდან ახალი მოსული ვიყავი, აფეთქება რომ მოხდა, რაღაც საშინელმა ძალამ ბინიდან გარეთ გამომაგდო, შევვარდი ისევ უკან, სამი შვილი მყავს, 2 გოგონა და ერთი
ბიჭი, სამივე ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან".

დაუდასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ბავშვების დედა, ვერ პოულობენ ვერც პატარების დეიდას. ბინაში მყოფი 2 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)
teo
17 იანვარი 2019 23:30
ხალხის დასახოცატ ყველაფერს აკეტებენ რომ საქარტველოსჰი აგარავინ დარცჰეს
ირმა
17 იანვარი 2019 15:15
გუშინ რაგბის სტადიონის ზედა მხარეს ტრენაჯორებია და იქ ისმოდა გაზის სუნი და დავრეკეთ ცხელ ხაზზე, მაგრამ არავინ მოსულა ეტყობა ნიავს მოქონდა სუნი ქვევით
...
17 იანვარი 2019 15:11
ჩვენი მთავრობა აბსოლიტურად არაფერზე ფიქრობს არც უსაფრთხო ცხოვრებაზე არც ქვეყნის წინსვლაზე მარტო ფიქრობს თვითონ როგორ გაიუმჯებესონ ცხოვრება როგორ დამდიდრდნენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები