"სამივე შვილი ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან" - რას ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მამა? - კვირის პალიტრა

"სამივე შვილი ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან" - რას ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მამა?

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვით მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 4 წლის ბავშვი, რომლის სიცოცხლისთვისაც ექიმებმა იბრძოლეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აფეთქება მოხდა ფირალიშვილების ოჯახში, სადაც იმყოფებოდნენ გარდაცვლილი მცირეწლოვანი, მისი ტყუპისცალი, უფროსი და, მშობლები და დეიდა, ამის თაობაზე ინფორმაცია გარდაცვლილი ბავშვის მამამ მოგვაწოდა:

„სამსახურიდან ახალი მოსული ვიყავი, აფეთქება რომ მოხდა, რაღაც საშინელმა ძალამ ბინიდან გარეთ გამომაგდო, შევვარდი ისევ უკან, სამი შვილი მყავს, 2 გოგონა და ერთი ბიჭი, სამივე ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან".

დაუდასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ბავშვების დედა, ვერ პოულობენ ვერც პატარების დეიდას. ბინაში მყოფი 2 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"...კიბეებზე შემხვდა მამაკაცი ბავშვით ხელში. მამაკაცი პულსს უსინჯავდა ბავშვს" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც გადაიღო ფოტოები აფეთქების ადგილზე

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)