დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან

"ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დიდი დიღმის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. როგორც კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

"ყაზტრანსგაზ-თბილისში" ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"