"ქალაქი ნაღმზე ზის... გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს" - კვირის პალიტრა

"ქალაქი ნაღმზე ზის... გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს"

"კვირის პალიტრასთან" ექსპერტი თბილისის იმ ადგილებს ასახელებს, სადაც გაზი ჟონავს და საგანგაშო პროგნოზს აკეთებს

2019 წლის 16 იანვარს საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, დიდ დიღომში, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.

გასული წლის 15 ნოემბერს ტრაგიკული შემთხვევა ზემო ფონიჭალაში მოხდა, სადაც ასევე გაზით გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას დედა-შვილი შეეწირა. მაშინ "კვირის პალიტრამ" დასვა საკითხი ასე: იყო თუ არა ონიჭალის ტრაგედიის განმეორების საფრთხე.

როგორც იმჟამად გავარკვიეთ მომხდარი ტრაგედიის გამო ვერავის ბრალეულობა ვერ დადგებოდა, რადგან გაზმომარაგების სისტემა ქვეყანაში კანონისა და რეგულაციების მიღმაა, შესაბამისად, არავინ არის უსაფრთხო გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელი და აფეთქების რისკის ქვეშ, ფაქტობრივად, მთელი თბილისი დგას.

სოსო სიმონიშვილი, "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე: - გაზის სექტორში უსაფრთხო მიწოდება უმნიშვნელოვანესია, რადგან ბუნებრივი აირი ძალიან საშიშია, თუ მას ზერელედ მოეკიდები. უსაფრთხოების წესების დაცვა კი იწყება კანონიდან, რომელსაც "გაზის მუშაკის ბიბლიას" უწოდებენ და საქართველოშიც 2008 წლამდე მოქმედებდა, მერე კი გაუქმდა ყოველგვარი ნორმა, სტანდარტი და კანონი გაზმომარაგებაში. თითქოსდა კორუფციის მიზეზით გააუქმეს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურიც და გაზის სისტემა დარჩა ნორმატიული რეგულირების გარეშე.

განსაზღვრული პერიოდის შემდეგ გაზგამანაწილებელ კომპანიებს შესაძლებლობა მისცეს, თავად შეემუშავებინათ ნორმატივები და თავადვე დაეცვათ. ასეთი იყო მაშინდელი ხელისუფლების მიდგომა, რათა ინვესტორისთვის მაქსიმალური თავისუფლება მიეცათ. რა თქმა უნდა, ყველა კომპანიამ ისეთი მიზნები დაისახა, რაც ყველაზე მარტივი იქნებოდა შესასრულებლად და აბსოლუტურად უგულებელყვეს მოსახლეობის ინტერესები. სახლები რომ ფეთქდება და ხალხი იღუპება ყოველწლიურად გაზის გაჟონვით, რომელიმე საქმის გამოძიება მივიდა ბოლომდე, დაისაჯა ვინმე? იმ შიდა ნორმატივებით, რაც კომპანიებს აქვთ მიღებული, ნახევარი ქალაქიც რომ აფეთქდეს, დამნაშავე არავინ იქნება.

სოსო სიმონიშვილი ახალ

ი ხელისუფლების მოსვლისთანავე მივწერე პარლამენტს, ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვის მინი

სტრს. ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მოადგილესაც ყველაფერი დეტალურად ავუხსენი, მაგრამ არაფერი გაკეთებულა.

- რა შეიძლება გააკეთოს გაზგამანაწილებელმა კომპანიამ ან ხელისუფლებამ?

- არსებობდა ასეთი პრაქტიკა: ზამთრის სეზონის მოახლოებისას გაზგამანაწილებელი კომპანიის სპეციალისტები მოსახლეობას მედიის საშუალებით აწვდიდნენ ინფორმაციასა და აძლევდნენ რჩევებს. ამასთან, ყველა ოჯახში მიდიოდნენ ინჟინრები და გაზის ხელსაწყოებსა თუ გაზგაყვანილობას ამოწმებდნენ. იმ დროს დიაგნოსტიკური ლაბორატორია ჩამოვაყალიბე და ჩამოვიტანე ამერიკული ხელსაწყოები, რომლებიც მომენტალურად აფიქსირებს გაზის გაჟონვას. 2007 წლიდან პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებდით და მკვეთრად შემცირდა გაზის ტექნიკური დანაკარგი, ანუ გაზის გაჟონვა.

თუ გაზის მიწისქვეშა ქსელს ელექტროქიმიური დაცვა აქვს, მისი ექსპლუატაციის ვადა 30 წელიწადია. მიწაში მუდმივად არის მოხეტიალე დენი, რომლის გაზომვა და განეიტრალება აუცილებელია, რათა მილზე ელექტრომაგნიტური პოლუსი არ შეიქმნას და გაზის მილი არ გახვრიტოს. უკვე 30 წელია ასეთი დაცვა აღარ აქვს ჩვენს გაზგამანაწილებელ ქსელს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ახალ მილსადენს ელექტროქიმიური დაცვა არა აქვს, მისი ექსპლუატაციის ვადა 15 წელია. ასეთი ძველი და ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში მიწისქვეშა გაზგაყვანილობის ქსელის მოქმედება, როგორიც ჩვენ გვაქვს, კატეგორიულად აკრძალულია ყველა ქვეყანაში არსებული ნორმატივების მიხედვით.

- როცა ამდენი გაზი გროვდება შენობაში, მობინადრეებს სუნი არ უნდა ეგრძნოთ?

- ოდორაცია იმისთვის არის საჭირო, რომ გაზი უსუნოა, ამიტომ საგანგებოდ აძლევენ ლაყე კვერცხის სუნს. ეს საკითხი მოუგვარებელია...

ქალაქში გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს.

მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა - არასდროს დაგმანონ შენობაში ყველა ფანჯარა და კარი. თუ სახლში ჰაერი არ შემოდის, დიდ საფრთხეს უქმნით თქვენს თავს.

თვით გაზი მომწამვლელი არ არის, მომწამვლელია და კლავს წვის პროდუქტი, გამონაბოლქვი. ამიტომ, თუ სარკმელი ოდნავ მაინც გაქვთ გამოღებული, ის არც აფეთქდება და არც მოგწამლავთ. აფეთქება შესაძლოა გამოიწვიოს დახურულ შენობაში როგორც მიწისქვეშა, ისე გაზის ხელსაწყოდან გაჟონვამ. სადღაც ახლოს შესაძლოა მიწისქვეშა გაჟონვა იყოს და გაჰყვეს ტელეფონის კაბელს ან კანალიზაციის მილს, დაგროვდეს, მაგალითად, ტუალეტში... თუ გაზს საკმარისი ოდორიზაცია არა აქვს, ადამიანი საეჭვოს ვერაფერს იგრძნობს, აანთებს შუქს და ტუალეტში დაგროვილი გაზი აფეთქდება. ამ ბოლო ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი გამოსაკვლევია, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, გაზის ხელსაწყომ კი არ გაჟონა, არამედ მიწისქვეშა მილმა და ასე დაგროვდა გაზი თუნდაც საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "სამივე შვილი ჩემი ხელით გამოვიყვანე ნანგრევებიდან" - რას ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მამა?