ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც დიდი დიღმის აფეთქებას ემსხვერპლა? - კვირის პალიტრა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც დიდი დიღმის აფეთქებას ემსხვერპლა?

ჩვენი ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, ლევან დავლაძეა. იგი იმ საბედისწერო დღეს ამ კორპუსში სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან. როგორც შევიტყვეთ, ლევანი გასაღების ასაღებად აბრუნდა, რომელიც მეგობრის ბინაში დარჩა. ეტყობა ბინის კარი გააღო და ამ დროს მოხდა აფეთქებაც. წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი მეექვსე სართულიდან ძირს გადმოაგდო და შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ბიჭები ამბობდნენ, შეიძლება ბინაში მან შუქი აანთო, დაგროვილი იყო იქ გაზი და ამ დროს აფეთქდაო. აფეთქების დროს ეზოში იყო იმ ბინის პატრონი, ვისთანაც სტუმრად იყო ლევანი, ამ შემზარავი ტრაგედიის შემდეგ ის გამწარებული ეძებდა თურმე თავის მეგობარს და ამ საშინელი ტრაგედიის მომსწრე გახდა. როგორც შევიტყვეთ, ფირალიშვილების გვერდით მცხოვრების ბინაც ანალოგიურად განადგურებულია. არც ამ ბინას აქვს კედლები და ფანჯრები შერჩენილი. კერა სად იყო ფირალიშვილების სახლში თუ ლევან დავლაძის მეგობრის სახლში, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

იხილეთ ასევე: "უბედნიერესი იყო ნათია ახალმოსახლეობით, მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა, როგორ იფიქრებდა, რომ ეს ბინა იმსხვერპლებდა"

(სპეციალურად საიტისთვის)