სავარაუდოდ, "ღორის გრიპით" ხონში 48 წლის ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

სავარაუდოდ, "ღორის გრიპით" ხონში 48 წლის ქალი გარდაიცვალა

სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ხონის მცხოვრები 48 წლის ქალი გუშინ, 16 იანვარს გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები ყვებიან, ქალს მაღალი ტემპერატურა და ვირუსის ნიშნები აღენიშნებოდა და გამოკვლევებზე ხონის ცენტრალურ საავადმყოფოში რამდენიმე კვირის განმავლობაში დადიოდა, თუმცა დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქალი ქუთაისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაცვალებამდე ერთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ექიმები გარდაცვალების ფაქტს "ღორის გრიპს" უკავშირებენ, თუმცა შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. გაგრძელება