მანქანები მოცურდა - ავარია ავტობანზე - კვირის პალიტრა

მანქანები მოცურდა - ავარია ავტობანზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ავარია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც გზაზე დაყრილი მარილის შეწოვა ვერ მოესწრო და მანქანები მოცურდა. მათივე თქმით, მოძრაობა ნელი სვლით მიმდინარეობს. მოძრაობას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

"ავარია ფიქსირდება სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, საბოლო ჯამში ოცზე მეტი ავტომობილია შეჯახებული. მარილი დაყრილია გზაზე, თუმცა ამინდი მკვეთრად გაუარესდა და მარილის შეწოვა ვერ მოესწრო, რის გამოც მოცურდა მანქანები. ამ ეტაპზე დაშავებულები არ არიან", -აცხადებენ შს სამინისტროში.

სოფელ რენესთან სამი სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"