გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა - კვირის პალიტრა

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

გერმანიიდან, საქსონიის რეგიონიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა RTL ავრცელებს.

როგორც გერმანული მედია იუწყება, აქედან 26 პირს უარი ეთქვა თავშესაფარზე, საქსონიის რეგიონში, ხოლო დანარჩენები კი თავშესაფარს გერმანიის სხვა რეგიონებში ითხოვდნენ.

გერმანული მედია აღნიშნავს, რომ წინა წლებში საქსონიიდან საქართველოში სამი ჩარტერული რეისი განხორციელდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"