"პირდაპირ გეუბნებით, თბილისი შესაძლოა, წელს თუ არა, მომავალ წელს გაზმომარაგების გარეშე დარჩეს" - კვირის პალიტრა

"პირდაპირ გეუბნებით, თბილისი შესაძლოა, წელს თუ არა, მომავალ წელს გაზმომარაგების გარეშე დარჩეს"

"ბუნებრივი აირის ქსელს ექსპლუატაციის ვადა 3-ჯერ აქვს გასული, ასეთი ქსელის ექსპლუატაცია საერთოდ არ შეიძლება", - ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე" დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა.

მისივე თქმით, იმდენი პრობლემაა დაგროვილი, რომ წელს თუ არა, დიდი ალბათობით მომავალ წელს ქალაქი აუცილებლად გაზმომარაგების გარეშე დარჩება.

"ქსელს 3-ჯერ აქვს ექსპლუატაციის ვადა გასული. ზოგან მიწისქვეშ რკინას კედლები აღარ აქვს შერჩენილი, მილის ფორმა კი გარშემო მიწამ მიიღო და მიწაში მიდის გაზი. უბრალოდ, მიწაში მილი აღარ არის. ასეთი მონაკვეთებიც არსებობს და ასეთი ქსელით ხდება ქალაქის გაზით მომარაგება. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ქალაქი ნაღმზე ზის... გაზგაყვანილობის მიწისქვეშა ქსელები დაფხავებულია და გაზი ჟონავს"