"ოპერაცია როდის გაუკეთდება ჯერ არ ვიცით" - როგორია ბიჭუნას მდგომარეობა, რომელსაც თირკმლის გადანერგვა სჭირდება - კვირის პალიტრა

"ოპერაცია როდის გაუკეთდება ჯერ არ ვიცით" - როგორია ბიჭუნას მდგომარეობა, რომელსაც თირკმლის გადანერგვა სჭირდება

ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი, რომელიც ჯერ მთელმა საქართველომ გაიცნო სასაცილო ვიდეოთი, შემდეგ კი მისი ავადმყოფობის ამბავმა ააფორიაქა სოციალური ქსელი, ახლა მშობლებთან ერთად ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში იმყოფება.

როგორც რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, ნიკოლოზს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა და თირკმელი უნდა გადაუნერგონ. ოპერციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად კი ოჯახს საზოგადოების დახმარება დასჭირდა.

ნიკოლოზის მამის, ზურა ჭიჭიკოშვილის ინფორმაციით, ნიკოლოზს ბელორუსში ახლა გამოკვლვებს უტარებენ.

"მდგომარეობა სტაბილურია, ოპერაცია როდის გაუკეთდება, ჯერ არ ვიცით. ოპერაციის გაკეთებამდე, აუცილებელია

ნიკოლოზმა მკურნალობის კურსი გაიაროს და გამოკვლევები ჩაუტარდეს, რათა  იხილეთ სრულად