"ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვარ ხში­რად... ჯერ კი­დევ შოკ­ში ვარ" - რას ამბობს ფონიჭალის აფეთქებისას გარდაცვლილი გოგონას მეუღლე? - კვირის პალიტრა

"ეკ­ლე­სი­ა­ში დავ­დი­ვარ ხში­რად... ჯერ კი­დევ შოკ­ში ვარ" - რას ამბობს ფონიჭალის აფეთქებისას გარდაცვლილი გოგონას მეუღლე?

ვერ გამოვდივარ, ჯერ კიდევ შოკში ვარ. განადგურებული ადამიანი ვარ" - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 23 წლის გოგონას მეუღლემ ხვიჩა ცერცვაძემ განაცხადა.

მან საუბრისას ტრაგედიის დღე გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლიდან დილის შვიდ საათზე გავიდა, თუმცა იმ მომენტში გაზის სუნი არ უგვრძნია.

"ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, ეკლესიაში დავდივარ ხშირად... ვერ გამოვდივარ, ჯერ კიდევ შოკში ვარ. განადგურებული ადამიანი ვარ. ზუსტად არც ვიცი იმ დღეს რა მოხდა. ამბობენ, რომ აფეთქება გაზმა გამოიწვია, თუმცა საიდან მოხდა გაჟონვა არ ვიცი. გაზის სუნი არც ღამე გვიგრძვნია და არც დილით. დილის 7 წამოვედი სამუშაოდ და ცოლ-შვილი დავტოვე სახლში. გამოძიება მიმდინარეობს და როგორც მითხრეს, 6-7 თვეში იქნება ექსპერტიზის პასუხი. იმედია, სწორი გამოძიება იქნება და სწორ დასკვნას დადებენ. ჩვენს ბინასაც "ყაზტრანსგაზი" ემსხურებოდა. ჩვენთან ორ-კვირაში ერთხელ მაინც დადიოდნენ შემოწმებაზე, ძველი მრიცხველიც ახლით შეცვალეს. რა მოხდა, არ ვიცი..." - ამბობს ცერცვაძე.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში აფეთქება გასული წლის 15 ნოემბერს მოხდა. ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გარშემო რამდენიმე კორპუსი შეზანზარდა. შემთხვევის შედეგად სოფო ყაველაშვილი და მისი ჩვილი გარდაიცვალნენ, დაშავდა სამი ადამიანი.

იხილეთ ასევე: "ბავშვი გულში ჩახუტებული ჰყოლია, ასევე იპოვეს დედა-შვილი" - რამ გამოიწვია ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

იხილეთ ვიდეო