6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელსაც დაუდგენელი ვირუსი ჰქონდა, კლინიკაში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელსაც დაუდგენელი ვირუსი ჰქონდა, კლინიკაში გარდაიცვალა

6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.

6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. როგორც რამდენიმე დღის წინ "ინტერპრესნიუსს" ბავშვის დედამ, თამარ ჩხიკვაძემ განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

მისი დიაგნოზი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, უცნობი იყო.

"ინტერპრესნიუსი"