როგორია დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი პალატაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტიდან პალატაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"