დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს - კვირის პალიტრა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს. ტაძარში დასვენებულია ერთი ოჯახის სამი წევრი - ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო ციცვიძე.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"