სულისშემძვრელი კადრები - გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს - კვირის პალიტრა

სულისშემძვრელი კადრები - გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილები ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს

დიდი დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დები და ერთ-ერთი დაღუპულის მცირეწლოვანი ვაჟი ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით გრძელდება, სადაც დაღუპულებს დაკრძალავენ.

გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ქაშვეთის ტაძარში იმყოფებოდნენ თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებთან ერთად.

"დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები", - ბრძანა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.