10 წლის ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს - ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა - კვირის პალიტრა

10 წლის ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს - ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მე-17-ე მიკრორიაინში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიული სამსახური და საპატრულო პოლიცია. ერთ პაციენტს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, 10 წლის ბავშვი კი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"