"ლადო ბაკურიანში გავიცანი, 19 წლის ასაკში დამატყდა თავს დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა"
"ლადო ბაკურიანში გავიცანი, 19 წლის ასაკში დამატყდა თავს დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა"
ფოტო:ლანა ღოღობერიძე
"იყო მრავალი პრობლემა, ტკივილი - ლადოს ხომ ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა"

კაცის ცხოვრება ერთი მთლიანი წიგნია, ზოგი ძალიან საინტერესო, ზოგიც - ნაკლებად... და არასოდეს ისე გულახდილი არ არის ადამიანი, როგორც ათეული წლების გადასახედზე დგომისას. ფიქრები, გრძნობები ცოცხლდებიან და მათთან პირისპირ დარჩენილი იწყებს ყველაზე მართალ შეფასებასაც...

ლანა ღოღობერიძე - ლიტერატორი და რეჟისორი, იმ ადამიანთაგანია, რომელმაც წლების შემდეგ ბევრი რამ ახლებურად აწონ-დაწონა.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება მისი მისი
გულახდილი ინტერვიუ, რომელშიც ცხოვრების უდიდეს სიყვარულზეც საუბრობს. ეს გახლდათ მისი მეუღლე, ცნობილი არქიტექტორი, სპორტის სასახლის ავტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი.

მე და ლადო
ლადო ალექსი-მესხიშვილი ბაკურიანში გავიცანი, იგი საოცრად ელეგანტური, მოხდენილი და სპორტული აღნაგობისა გახლდათ. არასოდეს აკლდა ქალების ყურადღება. შეჯიბრება ბაკურიანის ცენტრში, პარკში ტარდებოდა. იმ დღეს სწრაფად
დაშვებაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს
. ჯერ ბიჭები უნდა გამოსულიყვნენ, მერე - გოგოები. მე მეცამეტე ნომერი შემხვდა, ლადოსაც. ფინიშს უახლოვდებოდა, როცა თხილამური გაექცა, შეტორტმანდა და ხეს შეასკდა. გულგახეთქილი მივჩერებოდი, მან კი გადაიხარხარა, თოვლი დაიფერთხა და მომიახლოვდა. თავისი ნომერი მოიხსნა და სიცილით მითხრა, - იმედია, ეს რიცხვი თქვენთვის უფრო იღბლიანი იქნებაო. ამ დღიდან ჩვენი გზები გადაიკვეთა.
ლადო უკვე ცნობილი არქიტექტორი იყო. 19 წლის ასაკში  დამატყდა თავს დიდი და ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება განსაზღვრა...

ლანა ღოღობერიძე და ლადო ალექსი-მესხიშვილი
ის იყო უკიდურესობების ადამიანი: თუ უხაროდა, უხაროდა ისეთი თავდავიწყებული სიხარულით, რომ გარშემო ყველას სხივი ეფინებოდა; თუ დადარდიანდებოდა, მის გვერდით მყოფსაც გადაედებოდა მისი ნაღველი. შეეძლო, რამდენიმე დღე და ღამე თავი არ აეღო და 2 000 ესკიზი დაეხატა; ქეიფიც თავდავიწყებული იცოდა, თამადობაც, მაგრამ, თუ მობეზრდებოდა, შეეძლო, უცებ ამდგარიყო სუფრიდან და თამადობაც კი მიეტოვებინა. საერთოდ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ძლებდა...
ბაკურიანში დასვენებისას, ფოტოზე სხვებთან ერთად: გარუნ აკოფოვი - სპორტული ჟურნალისტი. ალექსანდრე ბალაევიჩი - ფიზკულტურის ინსტიტუტის კთედრის გამგე. ლადო (ალექსი) მესხიშვილი - არქიტექტორი
იყო მრავალი პრობლემა, ტკივილი, ვნებათაღელვა (მას ხომ ოჯახი ჰყავდა), რამდენჯერმე გადავწყვიტეთ, რომ უნდა დავშორებულიყავით – ამდენი ჭორი და ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირეოდა და, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენზე ძალიან მოქმედებდა, მაგრამ ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა. შევუღლდით და შეგვეძინა ქეთი და ნუცა.

როცა ლანა ღოღობერიძე შეირთო ცოლად, იმხანად სპორტის სასახლეს აშენებდა. ლანა კი თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს იღებდა, „ერთი ცის ქვეშ“ , რომლის მესამე ნოველა მხატვრისა და გოგონას სიყვარულზეა... სპორტის სასახლის ფონზე.

ანა
22 იანვარი 2019 16:41
ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ქ-ნო ლანა.დიდი წვლილი მიგიძღვით თქვენც და თქვენს მეუღლესაც ქართული კულტურის განვითარებაში.იმრავლოს ტქვენისთანა ოჯახებმა.რაც შეეხება კომენტარებს,მე მგონი სიყვარულის უფლება ყველას გვაქვს,და ეს გრძნობა არ განასხვავებს ცოლიანია თუ უცოლო,გათხოვილი თუ გაუტხოვარი.შეიძლება არ მოგწონდეთ მაგრამ ასეა
ნინანინა
22 იანვარი 2019 14:36
ელაპარაკე ახლა ამათ, ყველა საკუთარი ტყავიდან გამოდის, საკუთარ ქმრებს ჩაბღაუჭებიან, ასეთი სიუჟეტის მოსმენისას რატომ გისკდებათ გულები ცოლებს, ვაი თქვენს პატრონს ახალი ცხოვრების დაწყება რომ არ შეგიძლიათ, ქმარს უნდა ეშინოდეთ თქვენი დაკარგვის და არა თქვენ- ქმრის, თავისი სიყვარულის ისტორია მოყვა ყველასათვის სათაყვანებელმა ადამიანმა და არ აილესეს ენები, მეტი ვერაფერი დაინახეთ ამ ლამაზი სიუჟეტიდან?!!!!
არიანდრა
22 იანვარი 2019 13:38
გთხოვთ, ნუ განიკითხავთ შეულამაზებელ სიმართლეს, მიიღეთ ისეთი როგორიც გესმით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა