"ჯეოსელისა" და "მაგთის" აბონენტებს ტარიფი ეზრდება - კვირის პალიტრა

"ჯეოსელისა" და "მაგთის" აბონენტებს ტარიფი ეზრდება

"ჯეოსელის" აბონენტებს ტარიფი ეზრდება. კომპანია, "სილქნეტის" ცნობით, რომელმაც "ჯეოსელი"გასულ წელს შეისყიდა, ახალი, გაზრდილი ტარიფი 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

"1 მარტიდან კომპანია გეგმავს სატარიფო ცვლილებებს. ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს,"-აღნიშნულია "სილქნეტის" განცხადებაში.

კერძოდ, 1-ლი მარტიდან "ახალი პაკეტი მეტი S" 5 ლარის ნაცვლად, 7 ლარი ეღირება; "ახალი პაკეტი მეტი M" 15 ლარი გახდება, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით 10 ლარი იყო; "ახალი პაკეტი მეტი უსასრულო" კი მარტიდან - 30 ლარი ეღირება, ნაცვლად არსებული 25 ლარისა. (ტარიფების ცვლილების შესახებ, იხილეთ ბმულზე) გაგრძელება