"შეძრწუნებული ვართ თავზარდამცემი ამბით" - როგორ ემშვიდობება "ტვ პირველი" ლევან ჩხაიძეს - კვირის პალიტრა

"შეძრწუნებული ვართ თავზარდამცემი ამბით" - როგორ ემშვიდობება "ტვ პირველი" ლევან ჩხაიძეს

"ტვ პირველის" დღის ამბების წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 33 წლის ჟურნალისტი საზღვარგარეთ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით ტელეკომპანია "ტვ პირველი" სოციალურ ქსელში ლევან ჩხაიძის ვიდეოს აქვეყნებს.

"33 წლის გარდაიცვალა ჩვენი ჟურნალისტური ოჯახის გამორჩეული წევრი ლევან ჩხაიძე, ახლობლებისთვის - ჯაკო. მეგობრები შეძრწუნებული ვართ თავზარდამცემი ამბით და ვუსამძიმრებთ ლევანის ოჯახს, კოლეგებს და მაყურებლებს", - წერია "ტვ პირველის" "ფეისბუკის" გვერდზე.