ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი მტკიცებით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა. იოსელიანის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

საქართველოში გადმოსვენების საკითხი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დადგება, რომლის პროცედურებშიც საქართველოს მთავრობა ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ორი კვირის განმავლობაში ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარებული იყო.

დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილია, რომლის აგვისტოს ომის დროს გადაღებულმა ფოტომ მსოფლიო მოიარა.

თავად ზაზა რაზმაძე, რომელიც ფოტოზე გარდაცვლილ ძმას გლოვობს, 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ის კარალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"