ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. აღნიშნულ დასახლებას ბუნებრივი აირით შპს "ვარკეთილაირი" ამარაგებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"