ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა - კვირის პალიტრა

ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. ავარია რუსთაველის ხიდთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"