რას ამბობენ ვარკეთილში ბუნებრივი აირის მოწამვლით გარდაცვლილების მეზობლები? - კვირის პალიტრა

რას ამბობენ ვარკეთილში ბუნებრივი აირის მოწამვლით გარდაცვლილების მეზობლები?

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა.

"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, გარდაცვლილები მეზობლებმა აღმოაჩინეს. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი მამაკაცს შვილები გუშინ ღამიდან ეძებდნენ, იგი  მეზობლის სახლში, ბინის მეპატრონე მარტოხელა მამაკაცთან ერთად, გარდაცვლილი იპოვეს.

მეზობლების ვარაუდით, მამაკაცების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირია, იქედან გამომდინარე, რომ ისინი გუშინ ღამის შემდეგ გრძნობდნენ გაზის მძაფრ სუნს.

"გარდაცვლილიები მეგობრები იყვნენ, დაახლობით 70 წლის იქნებოდნენ", - აცხადებენ გარდაცვლილების მეზობლები.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.