რუსთავში ბუნებრივი აირით 3 წლის ბავშვი მოიწამლა - კვირის პალიტრა

რუსთავში ბუნებრივი აირით 3 წლის ბავშვი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 3 წლის ბავშვი მოიწამლა. შემთხვევა მე-20 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"