ბათუმში, სავარაუდოდ, ე.წ.ღორის გრიპით ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბათუმში, სავარაუდოდ, ე.წ.ღორის გრიპით ქალი გარდაიცვალა

ბათუმში სავრაუდოდ, H1N1 ვირუსის შედეგად, 48 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში 12 იანვარს მოათავსეს. აღნიშნულ შემთხვევას სპეციალისტები სწავლობენ.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსის შედეგად გარდაიცვალა. იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ახლობლების მოთხოვნით პაციენტი ქალაქ ტრაპზონში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით 6 ადამიანი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"