"დაბანა არ უყვარდა და ტიროდა ხოლმე. მეზობლებს ამიტომ ეგონათ, რომ დედა სცემდა" - რას ამბობს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია? - კვირის პალიტრა

"დაბანა არ უყვარდა და ტიროდა ხოლმე. მეზობლებს ამიტომ ეგონათ, რომ დედა სცემდა" - რას ამბობს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია?

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია ამბობს, რომ მცირეწლოვან ნინო ზალინაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორც გარდაცვლილის ბებია, ბაბუცა ძავაშვილი ყვება, მცირეწლოვან ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა და ახველებდა.

"გუშინ ჩემს რძალს ბავშვმა ხმა არ გასცა. შემდეგ მე დავუძახე და არც მე მიპასუხა. შემდეგ სასწრაფოში დავრეკეთ. გუშინ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ბავშვს დაბანა არ უყვარდა და ტიროდა ხოლმე. მეზობლებს ამიტომ ეგონათ, რომ დედა სცემდა", - განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ.

ამასთან, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლები აცხადებენ, რომ მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით კი, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

იხილეთ ასევე: დაკავებულია გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა - რას აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო?

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო