"ძალადობას იგონებენ მეზობლები. ასეთი რამ არ ხდებოდა" - რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი? - კვირის პალიტრა

"ძალადობას იგონებენ მეზობლები. ასეთი რამ არ ხდებოდა" - რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი?

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი არკადი ძავრიშვილი აცხადებს, რომ მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბავშვზე ძალადობა არასდროს ხდებოდა.

„სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ასევე პრობლემები ჰქონდა ნაწლავებზე. ვმკურნალობდით კიდეც. ძალადობას იგონებენ მეზობლები. შემაკავებელი ორდერიც მათ გამო ჰქონდა ჩემს მეუღლეს. მათ თქვეს, რომ ბავშვს სცემდაო. ასეთი რამ არ ხდებოდა“, - განაცხადა არკადი ძავრიშვილმა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლები აცხადებენ, რომ მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით კი, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

იხილეთ ასევე: "დაბანა არ უყვარდა და ტიროდა ხოლმე. მეზობლებს ამიტომ ეგონათ, რომ დედა სცემდა" - რას ამბობს გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის ბებია?

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო