23-01-2019
ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღის ძიძა იამზე გაბაიძე აცხადებს, რომ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ ის უკვე გამოკითხა და ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს საბავშვო ბაღის ძიძამ განუცხადა, ზუსტად არ იცის ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია თუ არა."დილით საბავშვო ბაღში მოვედი და ჩვეულებრივ სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებდი. სადენზინფექციო სამუშაოები თითქმის დასრულებული მქონდა, სამზარეულოში ბავშვი შემოვიდა წყალი მთხოვა. გამოყენებული ხსნარის ჭურჭელი გვერდით დავდე და ჭიქაში წყლის შევსება დავიწყე, ამ დროს ბავშვმა ხსნ
შეგახსენებთ, რომ 4 წლის ბავშვი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ ბაღში სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. როგორც შს სამინისტროში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, უწყებაში შეტყობინება საბავშვო ბაღიდან არ შესულა, თუმცა სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს. დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში უწყება შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
"ინტერპრესნიუსი"
იყავი პირველი!