"ახლა გვაქვს წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება" - კვირის პალიტრა

"ახლა გვაქვს წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება"

ახლა გვაქვს წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება და ფაქტობრივად ეპიდემიის ზღვარზე ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთშია.

"ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისთვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევაა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. დაიწყო აცრების აქტიური კამპანია და არასრული მონაცემებით ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას საწინააღმდეგოდ. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გაააჩერებს აცრების გარდა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"