"ოპოზიციას ასე ვუპასუხებ - როცა ისინი პოზიციაში იყვნენ, გრიპზე ადამიანებს საერთოდ არ ცრიდნენ"
24-01-2019
"ოპოზიციას ასე ვუპასუხებ - როცა ისინი პოზიციაში იყვნენ, გრიპზე ადამიანებს საერთოდ არ ცრიდნენ"
"ოპოზიციას ასე ვუპასუხებ - როცა ისინი პოზიციაში იყვნენ, გრიპზე ადამიანებს საერთოდ არ ცრიდნენ", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" კრიტიკას. მისი თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ 2013 წლის შემდეგ "სერიოზულად გაზარდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსახლეობისადმი შეთავაზება".

"მოგეხსენებათ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის 85% ძირითადად, სეზონის წინ ტარდება. ასე მოხდა საქართველოშიც, გასულ წელს, სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში 41 000 ადამიანი აიცრა. მათი
რაოდენობა წინა სეზონებთან შედარებით გაორმაგდა. გასაგებია, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ გუშინ ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინის გარკვეული რაოდენობა და კიდევ არის შეკვეთილი, რომელიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს - ორსულებს მოხმარდება", -აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის მზად არის.

"გრიპის სეზონი ევროპაში
იწყება მე-40 კვირას და გრძელდება მომავალი წლის მე-20 კვირამდე. შეიძლება, იყოს ერთი, ორი ან მეტი ტალღა. ჩვენ გრიპზე დაკვირვების მრავალწლიანი ტალღა გვაქვს. არ არის აუცილებელი, რომ თებერვალში იყოს მეორე ტალღა, მაგრამ ქვეყანა და მოსახლეობა უნდა იყოს მზად და ფხიზლად. ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზადყოფნაშია. თუ თებერვალში გრიპის ვირუსის მატება იქნება, ამისთვის ჯანდაცვის სისტემა შესაბამის ზომებს მიიღებს
",- აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არის "ტამიფლუს" საკმარისი მარაგი, რომ ამბულატორიულ სექტორში დროულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა და ქვეყანა ამისთვის მზადაა. მისი გაცემა სეზონის ბოლომდე რეცეპტის ან ფორმა 100-ის საფუძველზე უფასოდ გრძელდება",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები