ლევან ჩხაიძეს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ - კვირის პალიტრა

ლევან ჩხაიძეს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ

ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს ლევან ჩხაიძეს თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ. პანაშვიდი 26 იანვარს, წყნეთში, ფიროსმანის ქ. 6-ში გაიმართება, 27 იანვარს, 15 საათზე, ლევან ჩხაიძეს ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

"25 იანვარს ჩვენი ჯაკო უკვე თბილისში იქნება. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს უნგრეთში ზაზა გოგსაძესა და კონსულს ბექა მაკარიძეს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მათ უმოკლეს დროში შეუძლებელი შეძლეს", - წერს ტელეკომპანია "პირველის" ხელმძღვანელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

ლევან ჩხაიძე უნგრეთში, სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "ვწუხვარ, რომ მისთვის ამ ჩემი შეფასების მხოლოდ ნაწილი მაქვს ნათქვამი" - რას წერს გიორგი თარგამაძე ლევან ჩხაიძეზე?

"ინტერპრესნიუსი"