მსოფლიო მნიშვნელობის რა გამოგონება ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილის გენიოს წინაპარს - კვირის პალიტრა

მსოფლიო მნიშვნელობის რა გამოგონება ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილის გენიოს წინაპარს

"ცნობილმა ფრანგმა გამომგონებელმა და ექსპერტმა გამომთვლელი მანქანების საკითხებში მორის დ'ოკანმა, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე 1928 წლის 16 იანვარს განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლაძის მიერ გამოგონებული ელექტროგამომთვლელი მანქანა სრულიად სხვაგვარია" - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილის, გიორგი ნიკოლაძის (სალომე ზურაბიშვილის მამის ბიძა, დედის მხრიდან) უმნიშვნელოვანეს გამოგონებაზე გვესაუბრება, რომლის შესახებაც საქართველოში ცოტამ თუ იცის...

მეტალურგი, გეომეტრი, ტერმინოლოგი, გამომგონებელი, ტანმოვარჯიშე და მთამსვლელი - გიორგი ნიკოლაძე 42 წლისა წავიდა ცხოვრებიდან და იმდენის გაკეთება მოასწრო, რომ მისი ღვაწლი მუდამ გამოიწვევს გაოცებასა და აღტაცებას.

"აკადემიკოსი ბოგოლიუბოვი თავის მონოგრაფიაში - “გიორგი ნიკოლაძე”, გამოგონების ავტორის სიტყვებით წერდა ელექტროგამომთვლელ მანქანაზე: “უკანასკნელი არითმეტიკული მანქანების უმრავლესობა წარმოადგენს მანქანებს მხოლოდ მიმდევრობითი შეკრებისა და გამოკლებისათვის. ყველა ეს მანქანა (მათ რიცხვში შედის აგრეთვე გამრავლებისათვის განკუთვნილი რამდენიმე მანქანა) შედარებით რთულია და შეიცავს დეტალებს, რომლებიც ადვილად ცვდება. ეს მანქანები მაღალი ღირებულებისაცაა. მანქანა, რომლის აგებასაც მე ვვარაუდობ, სავსებით ავტომატურია: მოქმედების შედეგი უმალვე მიიღება ორი ციფრის მოცემის შემდეგ კნოპზე უბრალო დაჭერით.

გარდა ამისა, მანქანას არ აქვს არც მოტორი, არც კბილებიანი თვლები, არც სხვა, ცოტად თუ ბევრად ძვირადღირებული დეტალები. ის მუშაობს კომუტატორების სისტემაზე მოქმედი ელექტრომაგნიტის დახმარებით. კომუტატორები განსაზღვრავს წყვეტილობასა და აუცილებელ წრედებს. მანქანა შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი განკუთვნილია შეკრებისა და გამოკლების ოპერაციების შესასრულებლად. მეორე, გამრავლებისა და გაყოფისათვის განკუთვნილი ნაწილი უფრო მარტივია. აქ მე გამოვიყენე ფრანგი ინჟინრის ჟენაილის ჩხირების იდეა".

- კიდევ რა ცნობები გვხვდება ამ უნიკალურ გამოგონებაზე?

- ცნობილმა ფრანგმა გამომგონებელმა და ექსპერტმა გამომთვლელი მანქანების საკითხებში მორის დოკანმა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე 1928 წლის 16 იანვარს განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლაძის მიერ გამოგონებული ამოხსნა სრულიად სხვაგვარია. "უფრო მეტიც - ჩვენ განსაკუთრებით ღირსეულად ის წარმოგვიდგება, რომ ამოხსნა შეიცავს წმინდა ელექტრულ მოწყობილობას, რომელიც უაღრესად გონებამახვილურად არის გამოყენებული და დაფუძნებულია ჟენაილის მიერ მის გასამრავლებელ სახაზავებში მოცემულ პრინციპზე...

ეს პირველი ასეთი გამოგონებაა და გულით ვისურვებდი, რომ მონახულიყო კონსტრუქტორი, რომელიც განახორციელებდა ბ-ნ ნიკოლაძის შესანიშნავ პროექტს" - ამბობდა დ'ოკანი. შეკითხვას, დააჩქარებს თუ არა მანქანა ოპერაციების წარმოებას, დ'ოკანმა უპასუხა: - “დიახ, მე მიმაჩნია, რომ ის დააჩქარებს ოპერაციების წარმოებას, რომ გაცილებით იაფი ეღირება, გაცვეთით კი გვიან გაცვდება” - იხილეთ სრულად