გაზის გაჟონვით გარდაცვლილებს შორის, სავარაუდოდ, მამა-შვილი და ძმები არიან - კვირის პალიტრა

გაზის გაჟონვით გარდაცვლილებს შორის, სავარაუდოდ, მამა-შვილი და ძმები არიან

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან, მათ შორის გორიდან, თერჯოლიდან და ჭიათურიდან. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ყველაზე უფროსი 50 წლის ბათო სუთიძეა.

შვიდივე გარდაცვლილი თბილისში მშენებლობაზე მუშებად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის მამა-შვილი და ძმები არიან.

უბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ გუშინ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილების ცხედრები ნაქირავებ ბინაში დღეს დილით აღმოაჩინეს.

"ყაზტრანსგაზის" ინფორმაციით, გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა.

ambebi.ge