"ბანკები, ეს ონლაინკაზინოები, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვჭამს" - კვირის პალიტრა

"ბანკები, ეს ონლაინკაზინოები, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვჭამს"

ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მსახიობი, გაზეთ „კვირის პალიტარსთან“ აცხადებს:

- არ მიყვარს თამადობა, თუ ხასიათზე ვარ, ვიწრო წრეში ვითამადებ, თუ არადა, შეკვეთით არ შემიძლია. სულ ვეკითხებოდი ამ საქმეში მხეცებს, როგორ უნდა თამადობა, რა რის შემდეგ უნდა ვთქვა-მეთქი. ყველაფერი სისულელეაო, მთავარია, ღმერთი არ დაგავიწყდეს, მშვიდობა და მერე ყველა სადღეგრძელო სუფრაზე ჩამოვარდნილი თემების გარშემო იბადებაო.

კარგი იყო, როცა გამოგვდიოდა სუფრაზე მოლხენა, ახლა ხოშიც აღარ მაქვს. მარტო მე არა, ბევრმა დაკარგა, ნევროზული სიტუაციაა, გაცრუებული იმედი...

ბანკები, ეს ონლაინკაზინოები, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვჭამს. ბევრი დაზარალებულია გინდა გონებრივად, გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად. ბავშვები კი მოდიან კარგები, მაგრამ აბნეულ-დაბნეულ სიტუაციაში არიან. ვიღაცა მოტვინავს, როგორ მოიქცეს, ვიღაც კი შეიძლება აჰყვეს რაღაც სისულელეს და აზარტული თამაშებით თავი დაიღუპოს. მე არ გამომიცდია, მაგრამ ამბობენ, რომ არაყსა და ნარკოტიკზე უარესიაო. იხილეთ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა