"დღეში 10-12 საათიც მიწევს მეცადინეობა" - ვინ არის 4 ახალგარზდა, რომლებიც სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ
"დღეში 10-12 საათიც მიწევს მეცადინეობა" - ვინ არის 4 ახალგარზდა, რომლებიც სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ
ფოტო:გიორგი ჩუბინიძე, გიორგი კლდიაშვილი, ლექსო ბორაშვილი, ლუკა მდივანი
რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა, რომ ყოველწლიურად რამდენიმე კომაროვდამთავრებული მიემგზავრება აშშ-ში, მათ ამ უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოპოვებული აქვთ. წელს კი პირველად სკოლის ისტორიაში რიგგარეშე ჩარიცხვის წესით ოთხმა მოსწავლემ სრული დაფინანსება მოიპოვა. ისინი სექტემბრიდან სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ. ხშირ შემთხვევაში ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს 4 ასეთი სტუდენტის გაგზავნას რომელიმე ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში. საამაყოა, რომ ერთმა პატარა სკოლამ ეს მოახერხა.
"კვირის პალიტრა" ლუკა მდივანს, გიორგი ჩუბინიძეს, ლექსო ბორაშვილსა და გიორგი კლდი­აშვილს გაესაუბრა.

"ამბიციური
გეგმები მაქვს"


ლუკა მდივანი:
- კომაროვში სწავლის ინტერესი საშაბათო სკოლამ გამიჩინა. კარგი მოსწავლე ვარ, მეცადინეობას დღეში 5-6 საათს ვუთმობ. დეკემბერში მომივიდა პასუხი, რომ სრული დაფინანსებით ჩავირიცხე Duke Kunshan University-ში.
ადრეული განაცხადით (Early Decision) მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში შემეძლო აპლიკაციის გაგზავნა. სხვადასხვა უნივერსიტეტს რომ გადავხედე, არჩევანი Duke
Kunshan University-ზე გავაკეთე.

ბაკალავრიატს გამოყენებით მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებაში გავივლი. ოცნება და გეგმები უფრო ამბიციური მაქვს, მაგისტრატურის დამთავრება ისევ უცხოეთში მინდა.

"პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩარიცხვის მეილი რომ მივიღე, ძალიან გავიხარე"


გიორგი ჩუბინიძე: - კომაროვში გადასვლა მეექვსე კლასში გადავწყვიტე და ეს კარგი არჩევანი იყო. ძალიან ბევრს ვშრომობ, ხანდახან დღეში 10-12 საათიც მიწევს მეცადინეობა და დამიფასდა შრომა - ამერიკის რვა პრესტიჟული უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ამის შესახებ მეილი რომ მივიღე, გვიანი ღამე იყო. ძალიან გავიხარე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, არავისთვის მეთქვა და დილას დავლოდებოდი, რათა ყველასთვის ერთიანად გამეკეთებინა სიურპრიზი. ერთი სემესტრით ადრე ჩაბარების გადაწყვეტილების მიღება რთული იყო. უამრავი ფაქტორია, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია, შესაბამისად, ძალიან ადვილია შეცდომა გაგეპაროს.

ვაპირებ გამოვიდე კომპიუტერული მეცნიერი, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ვნახოთ, რას გვაჩვენებს მომავალი.

"დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიმყავს"


ლექსო ბორაშვილი: - კომაროვში მას შემდეგ გადავედი, რაც საშაბათო სკოლაში შევედი და გადავწყვიტე მათემატიკა უფრო ძირფესვიანად შემესწავლა. ვერ ვიტყვი, როგორი მოსწავლე ვარ, თუმცა დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიმყავს.

ჩავირიცხე Lafayette College-ში,­­ პენსილვანიის შტატში. იქ ერთი კომაროვდამ­თავრებული დამხვდება. გადაწყვეტილება უცხოეთში ჩაბარების შესახებ ბევრად ადრე მივიღე. კომპიუტერული მეცნიერებები უნდა შევისწავლო, თუმცა არ გადამიწყვეტია, რომელ პროფესიას ავირჩევ.

"გამიმართლა და მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო"


გიორგი კლდიაშვილი: - წლების განმავლობაში ვიყავი საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების წევრი. ძალიან მინდოდა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა მსოფლიოს რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში. მათ შორისაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი.

კომპიუტერულ მეცნიერებებს შევისწავლი. გამიმართლა და მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო, რომ მაღალი კლასის პროფესიონალი ვიყო.

ანდრია კორძაია, კომაროვის სკოლის სასწავლო პროცესის უფროსი:
- ჩვენი მოსწავლეების გამარჯვებები სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადებში, მათ მიერ მოპოვებული უმაღლ­ესი ქულები გვაფიქრებინებს, რომ ტყუ­ილად არ გვიშრომია. ჩვენი მიზანიც სწო­რედ ეს არის, განათლებული ადამი­ანები გავზარდოთ, რომლებიც ცნობილ უნივერსიტეტებში მიღებულ ცოდნას საქართველოს მოახმარენ.

მკითხველის კომენტარი (9)
მაია .ჯ
09 აპრილი 2019 13:45
ნამდვილ წარმატებას ბეჯითი შრომის გარეშე ვერ მიაღწევ,ხოლო ასეთი შრომით მიღწეული წარმატება დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, უფალმა დაიფაროს და ხელი მოუმართოს ამ ახალგაზრდებს და მათი ცოდნა წარმატებითვე გამოეყენებინოთ საქართველოში. სხვათაშორის ასეთი ადამიანების, პროფესიონალების ანაზღაურება საკმაოდ მაღალია,მათ გართობა-დასვენებისთვის და ბედნიერებისთვისაც საკმარისი დრო რჩებათ, რადგან მათ იციან დრო სწორად როგორ გაანაწილონ . წარმატებები მათ ...
ზუკა-ს
21 თებერვალი 2019 13:00
რა თქმა უნდა, სიმართლეა, რომ ზედმეტი სწავლითა და შრომით მიღწეული წარმატება, რომლის შედეგსაც მხოლოდ პენსიაში გასვლის წინ დაინახავ, ვერაფერი სასიამოვნოა, მაგრამ ახალგაზრდობაშივე რომ ისიამოვნო ცსოვრებით, ძირითადად მდიდარი მშობლების ხარჯზე ხდება. ამის საშუალება კი უმეტესობას არ გააჩნია.
ეკა
21 თებერვალი 2019 12:00
წარმატებები ამ სასახელო ბიჭებს
ზუკა
21 თებერვალი 2019 11:56
ვისაც ეგ ცხოვრება გონია, ძალიან ცდება. 10-12 საათს, ზოგჯერ მეტ დროსაც სწავლაზე ხარჯავენ, ანუ ახალგაზრდობა ისე გაივლის, გასახსენებელიც არაფერი ექნებათ. მერე რაღაც სამსახურს, თუნდაც მაღალანაზღაურებადს იშოვიან და იქაც სულ დატვირთული იქნებიან. ანუ, მთელ ცხოვრებას სწავლასა და შრომაში, თანაც საზღვარგარეთ გატარებენ და თუ საშუალება ექნებათ, საპენსიო ასაკში მოიცლიან დასასვენებლად. ვისაც ეგ კარგი გონია, ძალიან ცდება.
ლია
21 თებერვალი 2019 09:34
ყოჩაღ ბიჭებო წარმატებები თქვენ
...
21 თებერვალი 2019 00:48
Kochag bichebo sul mwvaneze gevlot asaxelet sakartvelda tkveni skola
ქეთევანი
21 თებერვალი 2019 00:20
ვულოცავ ბიჭებს, მათ მშობლებს, მათ სკოლას. ძალიან მაგარი ამბავია
4 gia
20 თებერვალი 2019 22:56
Eseti pozitiuri ambebi xshirad unda shuqdebodes ufro met axalgazrdas micems stimuls
ქართველი
20 თებერვალი 2019 17:49
აუცილებლად უნდა იყოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?