როგორი ამინდი იქნება საქართველოში 4-6 თებერვალს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 4-6 თებერვალს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ამასთან, 7 თებერვალს დღისით ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 7 თებერვალს, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს.

"ინტერპრესნიუსი"