"აკაკი ვასაძე, როცა ერთადერთი შვილი დაასაფლავა, მეორე დღეს რეპეტიციაზე მოვიდა, გაოცებულები ვუყურებდით. თითქმის იგივე გავაკეთე მეც"
"აკაკი ვასაძე, როცა ერთადერთი შვილი დაასაფლავა, მეორე დღეს რეპეტიციაზე მოვიდა, გაოცებულები ვუყურებდით. თითქმის იგივე გავაკეთე მეც"
ფოტო:თამარ სხირტლაძე მეუღლესთან და ვაჟთან ერთად
"თუ მსახიობს თეატრში ყოველთვის აქვს სამუშაო, ეს ნიშნავს, რომ ის შემოქმედებითად არ დაბერებულა. მეც ამას ვცდილობ. ეს ჩაცმასაც ეხება და ზოგადად, ყველაფერს, უნდა მიჰყვე ახალგაზრდობას. ასეთი ფრაზა არსებობს "მოთხოვნადი ადამიანი". როცა დამირეკავენ და ზარს ვერ ვპასუხობ, სად იყავიო? - მეკითხებიან. ხან რადიოში ვარ, ხან ტელევიზიაში. რა ვქნა, ძალიან მოთხოვნადი ვარ-მეთქი", - ღიმილით ამბობს ქალბატონი თამარ სხირტლაძე და იხსენებს: "მედეა ჩახავა და მე სპექტაკლში - "აქ, ამ სავანეში" ვთამაშობდით ორ მოხუც
ბებიას. ერთხელ, კულისებში ორმეტრიანი ბიჭი შემოვიდა და გვითხრა: თუ შეიძლება, გაკოცებთ, ბებია ორი თვეა არ მინახავს და ამაღამვე უნდა წავიდე მასთან, თორემ გადავირევიო..."


დღემდე ერთად
- მე
და ჩემი მეუღლე, კოტე თოლორაია სტუდიაში სხვადასხვა ჯგუფში ვიყავით. ეს იყო სიცოცხლითა და იუმორით სავსე ადამიანი. არაჩვეულებრივი ათლეტური ტანი და ხვეული თმა ჰქონდა. ლექციებზე ძალიან ცელქობდა, მაგრამ პედაგოგებს უყვარდათ და ვერაფერს ეუბნებოდნენ. ერთ უბანში ვცხოვრობდით, ის კარლ-მარქსის მოედანზე, მე - გორკის ქუჩაზე. სადაც წავიდოდი, ისიც იქ მოდიოდა. ხან სახლამდე მომყვებოდა და თუ სახლიდან გამოვდიოდი, თეატრამდე მომაცილებდა. ქალების საგრიმიოროსთან ხის კიბეზე ვისხედით 24 საათი. სადმე ბნელ კუთხეში კი არ შევიყუჟებოდით, ყველა გამვლელ-გამომვლელი გვხედავდა. მეოთხე სართულზე გვქონდა ლექციები. ერთხელ ვთქვი, - როგორ მეზარება მეოთხე სართულზე ასვლა, დღეს მეხუთედ ავდივარ-მეთქი. ამიყვანა ხელში და მივყავარ. შეგვხვდა ედიშერ მაღალაშვილი. ეტყობა, საგრიმიოროდან გამოდიოდა და მოსდო მთელ თეატრს, კოტე თამარს ხელით დაატარებსო. უერთგულესი კაცია ყველაფერში და ყველასთან. შვილიშვილი რუსო მისი გაზრდილია, ღამე ათჯერ მაინც ადგებოდა, რომ დაეხედა, ბავშვმა ხომ არ გადაიხადაო?!

კოტეს მახვილი თვალი ჰქონდა და ჩემი პირველი კრიტიკოსი იყო. ყოველი წარმატებული პრემიერის შემდეგ, ჩემს როლს სხვების თანდასწრებით ასე შეაფასებდა - არის რა; ან იტყოდა: თან გადავყევი, იმდენი ვამუშავე სტანისლავსკის სისტემის მიხედვით, ეგ კი ვისი სისტემით მუშაობდა, არ ვიციო. სახლში უბედნიერესი იყო და ვგრძნობდი, როგორ უხაროდა ჩემი გამარჯვებები. ვარსკვლავის გახსნის მეორე დღეს თეატრში მივიდა და ამბობს: ძალიან ცუდად ვარ, წუხელ ღამე არ მიძინიაო. რა მოგივიდაო, - ჰკითხეს? მთელი ღამე თამარის ვარსკვლავთან გავათენე, ფეხი რომ არავის დაედგაო.

თაზო
- აკაკი ვასაძე, როცა თავისი ერთადერთი შვილი დაასაფლავა, მეორე დღეს რეპეტიციაზე მოვიდა, მაშინ რუსთავის თეატრში ვთამაშობდით სპექტაკლ "მაესტროში". გაოცებულები ვუყურებდით. თურმე, არ უნდა გაგიკვირდეს... თითქმის იგივე გავაკეთე მეც. თაზო არ იყო მოჩხუბარი, შურიანი, არ იცოდა როლებზე წუწუნი, არც თხოვნა შეეძლო. ისეთ რეჟისორებთან მუშაობდა, რომ ამ მხრივ ცოტა განებივრებული და პოპულარულიც იყო.
თაზო თოლორაია. კადრი ფილმიდან: 'ღიმილის ბიჭები'
ჩემი შვილი და ზურა ყიფშიძე დიდი მეგობრები იყვნენ. "ბითლზებზე" შეყვარებულებმა და გაგიჟებულებმა, ორივემ თმა მოუშვა და შავი სათვალე ეკეთათ. არასოდეს დამიშლია და არ მითქვამს, რას აკეთებ-მეთქი? არ ვიცი, სად იშოვეს დიდი ბარაბანი და გიტარა, ერთი ბარაბანზე უკრავდა, მეორე - გიტარაზე. ჩვენს სახლში ხმის გამაძლიერებლები იდგა. ამას ჩართავდნენ და მე და კოტე რომ მივიდოდით, ისეთი ხმაური იყო, გარეთ ვისხედით ხოლმე. "ბითლზების" მუსიკას უსმენდნენ, თან უკრავდნენ. მერე კიდევ, წავიდოდნენ სადმე და დაიკარგებოდნენ. მე და ლენა ხან ერთმანეთთან ვეძებდით, ხან სხვებთან. ხომ იცით, ზურას სამი ქალი ზრდიდა, დედა და ორი დეიდა. ჰოდა, ყველა ეძებდა. ბოლოს გაირკვეოდა, რომ მაგალითად, ბათუმში წავიდნენ, იბანავეს და ჩამოვიდნენ (იღიმის)... იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?