დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპატრიარქოს შენობის წინ კარვები გაშალეს - კვირის პალიტრა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპატრიარქოს შენობის წინ კარვები გაშალეს

საპატრიარქოს შენობის წინ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კარვები გაშალეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, დეკანოზს ზიარების საშუალება მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 24 საათის განმავლობაში აპირებენ აქციის გამართვას, ხოლო ღამეს კარვებში გაათენებენ.

"ჩვენ მთელი 2 წლის განმავლობაში ველოდებოდით საპატრიარქოს პოზიციას, ვინაიდან ჩემი ძმა უდანაშაულოა. დღეს საპატრიარქოს ვთხოვდით, რომ მოხდეს მამაოს ზიარება, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეშალა კარვები, სანამ არ აზიარებენ. აქცია იქნება 24 საათიანი", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"