ქართველი რეპერი "შავი პრინცი" გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქართველი რეპერი "შავი პრინცი" გარდაიცვალა

ქართველი რეპერი აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე "შავი პრინცი" გარდაიცვალა. შემთხვევა ბათუმში მოხდა. ის 48 წლის იყო. მომხდარის შესახებ "ფეისბუქზე" ბაბუნაშვილის მეგობარმა, მომღერალმა ჯერონიმომ (ანზორ ჩიხლაძე) დაწერა.

აკაკი ბაბუნაშვილი ქუთაისში დაიბადა. იქვე დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი. უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე, რუსულ როკ ჯგუფში "ოთხი ტარაკანა", საქართველოში დაბრუნებისას შეისწავლა ბრეიქ დანსი და გახსნა საკუთარი კოლექტივი "ძებნილი"... 2003 წელს გამოეყო ჯგუფს და შეუდგა სოლო კარიერას.

ambebi.ge