გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ - კვირის პალიტრა

გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ

მსახიობ გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, პანაშვიდი დღეს და ხვალ, მსახიობის საცხოვრებელ სახლში (აღმაშენებლის გამზირი 86/90) გაიმართება, 7 თებერვალს კი მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 11:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება.

გურანდა გაბუნიას 7 თებერვალს, 14:00 საათზე, თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ოთართან ერთად ეს წლები იყო უდიდესი ბედნიერება, ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ იყო, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა..."