"მამას ძალიან ჰგავს, მისი ასლია"- რას ჰყვებოდა გურანდა გაბუნია ერთადერთ ქალიშვილზე
"მამას ძალიან ჰგავს, მისი ასლია"- რას ჰყვებოდა გურანდა გაბუნია ერთადერთ ქალიშვილზე
თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია მძიმე ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

ყველასთვის ცნობილ წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, მარიამი ჰყავთ. ის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეა, თუმცა გურანდა გაბუნიამ მასზე წლების წინ ჟურნალ "რეიტინგში", ანა კალანდაძესთან ისაუბრა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, შვილს რამდენიმე წელი არ აჩენდა, რადგან მსახიობი ცოლ-ქმრისთვის ხელოვნება იყო მთავარი.
გთავაზობთ, ინტერვიუდან ამონარიდს:

- ბავშვს რამდენიმე წელი არ ვაჩენდი, რადგან
ჩვენთვის ხელოვნება იყო მთავარი. დედა 30 წლის ასაკში გავხდი.

- მარიამი არასოდეს გამოჩენილა პრესითა თუ ტელევიზიით. ბევრმა არაფერი იცის მის შესახებ და
არც ის, რა პროფესიის არის...


- დიახ, არ უყვარს. არც ის მოსწონს, როცა ინტერვიუში ვახსენებდით. ეს აკრძალული მქონდა. ერთხელ ოთარმა თქვა, ნეტავ, მსახიობი
გახდეს ჩვენი გოგონაო, მაგრამ ეს თავად არ უნდოდა. მარიამი შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას. ერთხელ კონკურსი იყო, რომელშიც 250 ბავშვი მონაწილეობდა, მათგან სამი ამერიკაში სასწავლებლად უნდა გაეგზავნათ. მათ შორის მარიამი პირველი აღმოჩნდა. მახსოვს, როცა გაიმარჯვა, გურამ ფირცხალავამ მაგიდაზე იცეკვა.

- თქვენ მიმართ მეუღლე მკაცრი იყო და მარიამთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?

- არა, მარიამზე გიჟდებოდა. არასოდეს დამავიწყდება ოთარის რეაქცია, როცა ბავშვი სამშობიაროდან სახლში მოვიყვანეთ. როცა გავშალე და მან პატარა ფეხუნები დაინახა, თქვა, ეს შეუძლებელია, ჩემი თითები აქვს, როგორ გადაუვიდა ჩემგანო. მერე ხელებზე დახედა, აქაც რომ დაინახა მსგავსება, ამაზე ხომ სულ მთლად გადაირია - სიხარულისგან კინაღამ შეიშალა. მარიამი პატარა რომ იყო, ოთარს მთათუშეთში ფილმში იღებდნენ. შვილი ისე მოენატრა, რომ მთიდან ფეხით წამოვიდა. იხილეთ სრულად+ფოტო

ვასიკო
06 თებერვალი 2019 10:18
გადავიდა მარადისობაში მეუღლესთან!
ბ-ნი ოთარის და ბაჩულას (მარიამის) ფოტო ჩემი გადაღებულია გასული საუკუნის 80-ან წლებში ბიჭვინთაში, კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა შემოქმედებით სახლში, Zenit-E-თი, გემანულ ფოტოფირ Orwo-Color-ზე.
ეჰ, კარგი დრო იყო!
იყო ხალხი და იდგა დარი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?