თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა გარდაიცვალა

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა, რომელიც 2017 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ, უგონო მდგომარეობაში იყო გარდაიცვალა. ინფორმაცია Ambebi.ge-ს ზოდელავას მეგობარმა დაუდასტურეს.

შეგახსნებთ, ავარია 2017 წლის 21 ივლისს მოხდა. ზოდელავა აზერბაიჯანიდან საქართველოში ტაქსით მოემგზავრებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის მანქანები შეეჯახა.

ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა.

ვანო ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო.