რა თანხა დახარჯეს კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე 2018 წელს - კვირის პალიტრა

რა თანხა დახარჯეს კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე 2018 წელს

საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც კალაძემ 2019 წლის 31 იანვარს შეავსო და ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას 2018 წლის განმავლობაში.

2018 წლის განმავლობაში თბილისის მერის თანამდებობაზე კახა კალაძემ აიღო 38 160 ლარი.

კახა კალაძეს ჰყავს მეუღლე და ოთხი ვაჟი.

დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულის სახით დანაზოგად კახა კალაძეს ჰქონდა 27 000 დოლარი და 25 000 ევრო, ხოლო ანუკი არეშიძეს 15 000 ლარი.

კახა კალაძემ 2018 წელს ტანსაცმლის, ფეხსაცმელსა და აქსესუარებში დახარჯა 249 522 ევრო, 35560,46 ლარი და 10749,24 დოლარი. მისმა მეუღლემ, ანუკი არეშიძემ კი 657 დოლარი, 5951 ევრო და 6377 ლარი. ანუკი არეშიძემ გასულ წელს იმპორტირებულ პროდუქციაზე გადაიხადა ჯამში 13 428 ლარი.

იხილეთ კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაცია სრულად